Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჯაბა კილაძე: “დასაკარგი რესურსი არ გვყავს!”

jaba1მსახიობი ჯაბა კილაძე ქართულ საზოგადოებას საგანგებო განცხადებით მიმართავს და იმ მთავარ მიზანზე ესაუბრება, რაც თითოეული ქართველისთვის ყველგან და ყოველთვის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი უნდა იყოს.

ჯაბა კილაძე:

“გილოცავთ!! ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა პირდაპირი გაგებით. საქართველო არის ევროპის სრულუფლებიანი წევრი ნიჭიერი და ჭკვიანი ხალხის ქვეყანა. რა ჩვენი ბრალია გარშემო ყველა ეპოქაში ყველა იმპერია თუ ჩვენ გვავიწროვებდა!

რამდენჯერ დავიწყეთ ნულიდან, მაგრამ ეროვნება ვერ წაგვართვეს! დამოუკიდებლობა ჩემთვის არის საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანის ერთიანობა და არა დევნა განურჩევლად სქესის, რელიგიის, ეროვნების, ორიენტაციის, პოლიტიკური შეხედულების თუ პოზიცია ოპოზიციაში ყოფნის!

ყველას მიზანი უნდა იყოს უკეთესი საქართველო არა სიტყვებით და სადღეგრძელოებით… საქციელით! ასეთ შემთხვევაში შენდება სახელმწიფო და ხდება დამოუკიდებელი, იმიტომ რომ აშენებული ქვეყანა თანასწორად ელაპარაკება ყველას!

პ.ს. დასაკარგი რესურსი არ გვყავს, გამგებმა გაიგოს!”