Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ხელოვნების სასახლე ესპანეთში დააჯილდოვეს

xelovnebis-sasaxlis-espanuri-jildo124 მაისს მადრიდის არქიტექტურისა და ხუროთმოძღვრების კოლეჯში ხელოვნების სასახლის დელეგაციას ევროპა ნოსტრას ჟიურის სპეციალური პრიზი “განსაკუთრებული აღიარება” გადაეცა.

ხელოვნების სასახლე პირველი ქართული სამუზეუმო ორგანიზაციაა, რომელმაც ევროპა ნოსტრას ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო.

მუზეუმის დელეგაცია დირექტორის გიორგი კალანდიას, დირექტორის მოადგილის ირაკლი ზამბახიძის და პროექტის კოორდინატორების ანა ბაკურიძისა და მერი ხარაიშვილის შემადგენლობით ევროპა ნოსტრას კონსერვაციის კომისიის თავმჯდომარეს ფანი მალოჩუ-ტუფანოს შეხვდა.

ქართული დელეგაცია მადრიდის სარსუელას თეატრში ევროპა ნოსტრას პრეზიდენტის პლასიდო დომინგოს თავმჯდომარეობით გამართულ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს სტუმრის სტატუსით დაესწრო.

xelovenebis1