Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ცირა კობიაშვილი ჰოლივუდში მიიწვიეს

cira-kobiashvili1“იქს ფაქტორის” ერთ-ერთი მონაწილე, 19 წლის ცირა კობიაშვილი ჰოლივუდში მიიწვიეს.

მომღერლით, რომელიც გიორგი გაბუნიას გუნდშია, ამერიკელი Stephanie Mansfield დაინტერესდა. მან ცირას გამოსვლები youtube-ში ნახა და ის ჰოლივუდში მიიწვია.

ოფიციალური წერილი ამერიკაში მიწვევასთან დაკავშირებით, ცირას დედამ, ჟურნალისტმა თათია პაჭკორიამ მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ გოგონას დიდი წარმატება ექნება.

Stephanie Mansfield მზად არის ცირას აგენტი და მენეჯერი გახდეს და მის სამომავლო კარიერაზე პირადად იზრუნოს.