Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქეთი დოლიძე CNN-ზე

1ketiiiiკინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტელეკომპანიის CNN-ის ობიექტივში მოხვდა.

ჟურნალისტმა Fionnuala Sweeney-მ ქართველ რეჟისორზე ვრცელი სიუჟეტი მოამზადა, სადაც მის კულტურულ და საზოგადოებრივ საქმიანობაზე გააკეთა აქცენტი.

თეთრი მანდილი, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, სპექტაკლი “ჩემი თაობის ავტოპორტრეტი” – ეს ის თემებია, რომლებიც ჟურნალისტის სიუჟეტში გაერთიანდა.

სპექტაკლების და პროფესიული საქმიანობის გარდა, სიუჟეტში ქეთი დოლიძემ საქართველოს უახლესი წარსულიც გაიხსენა და აფხაზეთის, სამაჩაბლოს და თბილისის სამოქალაქო ომზეც ისაუბრა.