Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველმა პიანისტმა გრანპრი მოიგო

sandro-nebieridzeქართველმა პიანისტმა სანდრო ნებიერიძემ რუსეთში გამართულ Grand piano competition-ის კონკურსზე გრანპრი მოიპოვა.

საერთაშორისო კონკურსის ფინალი მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა და გამარჯვებულებიც გამოავლინა.

კონკურსი რუსეთის სახალხო არტისტმა დენის მაცუევმა დააარსა და ის წელს პირველად ჩატარდა. მისი პირობების თანახმად, გრანპრის მფლობელი ერთი კონკურსანტი უნდა გამხდარიყო.

დენის მაცუევს ფინალისტთა შორის ერთი რჩეულის დასახელება გაუჭირდა, ამიტომ მან ორი გრანპრი გასცა და მისი მფლობელები სანდრო ნებიერიძე და ალექსანდრ მალოფეევი გახდნენ.

Grand piano competition-ის გრანპრი კი Yamah AvantGrand-ის როიალია.