Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი ტენორი პლასიდო დომინგოსთან იმღერებს

otar-jorjikia1ახალგაზრდა ქართველი ტენორი, თბილისის საოპერო თეატრის სოლისტი ოთარ ჯორჯიკია მსოფლიოს ვარსკვლავთან პლასიდო დომინგოსთან ერთად იმღერებს.

ოთარ ჯორჯიკია ახლახანს მიიწვიეს მარიინსკის თეატრში, სადაც 27 მაისს ჯუზეპე ვერდის ოპერაში “სიმონ ბოკანეგრა” პარტნიორობას დომინგოს გაუწევს. სპექტაკლს მსოფლიოში ცნობილი დირიჟორი ვალერი გერგიევი უდირიჟორებს.

“სიმონ ბოკანეგრა” ქართველმა ტენორმა მარიინსკის თეატრში პირველად 22 მარტს იმღერა. ახლა უკვე მეორედ პლასიდო დომინგოსთან ერთად წარსდგება მსმენელის წინაშე ფესტივალის “თეთრი ღამეები” ფარგლებში.