Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი არტისტები ლონდონის გლობალურ არტ გამოფენაზე

londonis120 მაისს ლონდონის გლობალური არტ გამოფენა იხსნება. მსოფლიოს წამყვანი ხელოვანების, არტ კრიტიკოსების, გალერისტთა თუ კოლექციონერთა ყურადღება სწორედ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქისკენ არის მიპყრობილი.

“არტ16” (Art16) – ასე ეწოდება გამოფენას, რომლისთვისაც ბრიტანელმა კურატორებმა 30 ქვეყნის ხელოვანთა ნამუშევრები შეარჩიეს, მათ შორისაა საქართველო, რომელსაც ვიზუალური არტისტების, ლევან სონღულაშვილისა და ტატო ახალკაციშვილის ნამუშევრები წარადგენს TNN Art Gallery-ის მიერ.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ლევან სონღულაშვილის ორი ნამუშევარი, მათ შორისაა მისი ახალი კონცეპტუალური ტილო “Idem et Idem”, რომელსაც უკვე მაღალი შეფასებები მოჰყვა ნიუ-იორკში. მხატვარმა ნახატი ფეარის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შექმნა, რომლის ხილვისა და შეძენის საშუალება ფართო საზოგადოებას სწორედ ლონდონში მიეცემა.

ლევან სონღულაშვილი:

“Idem et Idem“, ლათინური ფრაზაა და სიტყვასიტყვით “იგივე და იგივეს” ანუ „ერთსა და იგივეს“ ნიშნავს, საიდანაც სიტყვა “იდენტობა” იღებს სათავეს.

londoni1

საუკუნეთა მანძილზე ადამიანური გონის მიერ მრავალი სახის მსოფლხედვა ჩამოყალიბდა, რამაც პიროვნების ცნობიერებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. რელიგიის ჭეშმარიტი არსი ცალკეულ ინდივიდთა მიერ შემუშავებულმა სისტემურ-დოგმატურმა იდეოლოგიებმა გადაფარეს, რომლის გარშემოც გაერთიანებულმა ინდივიდებმა რეფლექსია ვეღარ შეძლეს. ჟამთა სვლასთან ერთად მსოფლიო ზომაში მცირდება, გლობალიზაცია საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება. სამეცნიერო-ტექნოლოგიურმა პროგრესმა ქვეყნებს შორის არსებული საზღვრები გაარღვია და განსხვავებულ კულტურათა შორის აქტიური კომუნიკაციის დამყარების უსაზღვრო შესაძლებლობები წარმოქმნა. იმავდროულად, XXI საუკუნის ადამიანი პრაგმატიზმმა მოიცვა. რაციონალიზმმა სულიერება შთანთქა და სენტიმენტები დათრგუნა. გონებაში წარმოქმნილი ეჭვები და კითხვა-ძიება, მყარად ნაგები მეგალითური კონსტრუქციების ნგრევის საფუძვლად იქცა.

ბრბოში, თუ დინების საპირისპიროდ არ ვდგამთ ნაბიჯს, სახეს ვკარგავთ და უსასრულობაში გაჭრილ, მექანიცისტურად მოქმედ უმწყემსო ცხვრის ფარას ვემსგავსებით. რა იქნებოდა, მაგ დროს განზე გავმდგარიყავით და გვერდიდან შეგვეხედა საკუთარი თავისთვის, ვიპოვიდით მას?!”