Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

უპრეცედენტო შეთავაზება ახალგაზრდა ხელოვანებს

rustaveli-da-sheqspiri--xvdebian-saqartveloshi1ბრიტანეთის საბჭო საქართველოში, ხელოვნების სასახლე და წიგნის ეროვნული ცენტრი ახალგაზრდა, ნიჭიერ ხელოვანებს უნიკალურ შანსს აძლევს.

30 წლამდე შემოქმედებისთვის ცხადდება კონკურსი „რუსთაველი და შექსპირი ხვდებიან საქართველოში“. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა აარჩიონ რუსთაველისა და შექსპირის შემოქმედებიდან მათთვის სასურველი აფორიზმი, დაასურათონ ან გააფორმონ და გახდნენ კონკურსის მონაწილეები!

გამარჯვებულ ნამუშევრებს თბილისის სამხატვრო აკადემია და საქართველოს ხელოვნების სასახლე 500 ლარიანი პრემიებით დააჯილდოვებს, გამორჩეული შემოქმედების ავტორს ბრიტანეთის საბჭო ინგლისური ენის შესწავლის ორ კურსს დაუფინანსებს, წიგნის ეროვნული ცენტრი კი საუკეთესო ნამუშევრების რეპროდუქციებს დაბეჭდავს და ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გაავრცელებს!

ნუ გაუშვებთ უნიკალურ შანს – გააცნოთ საქართველოს და მსოფლიოს თქვენი ხელოვნება და დაასურათოთ გენიოსთა შემოქმედება!

კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საგანგებო გასაუბრებაზე, რომელიც გაიმართება ორშაბათს 6 ივნისს 12 საათზე საქართველოს ხელოვნების სასახლეში. თბილისი. კარგარეთელის ქუჩა 6. გასაუბრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ტელეფონზე 2953563.