Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

საქართველო ევროვიზიის ფინალშია

ewrovizia-finaliნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz ევროვიზია 2016-ის ფინალშია.

ქართველმა კონკურსანტებმა კოტე კალანდაძის მიერ შექმნილი სიმღერა ”Midnight Gold” ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალში იმღერეს და ფინალის საგზური გაინაღდეს.

მეორე ნახევარფინალიდან ფინალში გადავიდნენ საქართველო, ლატვია, ბულგარეთი, ავსტრალია, უკრაინა, სერბეთი, პოლონეთი, ისრაელი, ლიტვა და ბელგია.

10 მაისს გამართული პირველი ნახევარფინალიდან კი ფინალში გადავიდნენ აზერბაიჯანი, რუსეთი, ნიდერლანდები, უნგრეთი, ხორვატია, ავსტრია, სომხეთი, ჩეხეთი, კვიპროსი და მალტა.

ევროვიზია 2016-ის ფინალი 14 მაისს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გაიმართება.