Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“რუსული ტელევიზიები ასაკრძალია”

rusuli-arxebi1– რუსული ტელევიზიები ასაკრძალია, – ამ განცხადებით კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა გამოდის და თავის განცხადებას საკუთარი მოსაზრებებით ხსნის. მისი მტკიცებით, ეს იმას მოგვიტანს, რომ მასობრივ ტვინების რეცხვას გავურთულებთ ოკუპანტს.

ნიკა რურუა:

“რუსული ტელევიზიები ასაკრძალია, რადგანაც ისინი არა მედია, არამედ ოკუპანტის საინფორმაციო ომის იარაღს წარმოადგენენ.

მოწინააღმდეგეები ამბობენ, მაშინ რატომ არ ავკძალოთ ქართულენოვანი პრორუსული ტელევიზები და სხვა მედია საშუალებებიო. ეს არასწორი ანალოგიაა, იმიტომ, რომ ქართულ მედიას ჩვენი კონსტიტუცია იცავს, ეს ერთი, რუსულს კი – არა. ასევე ამბობენ, რომ სად გაივლის აკრძალვების ხაზიო. პასუხი ამაზე – იქ, სადაც დამთავრდება რუსული სახელმწიფო არხების და არასახელმწიფო, მაგრამ სახელმწიფო კონტროლქვეშ მყოფი არხების პროპაგანდა და ფაქტების დამახინჯება, რაც იოლია საიდენტიფიკაციოდ.

ასევე ამბობენ, რომ რას მოგვიტანს ესო. ამას, სანამ ამ ავკრძალავთ, ვერ გავიგებთ. როგორც მინიმუმ იმას მოგვიტანს, რომ მასობრივ ტვინების რეცხვას გავურთულებთ ოკუპანტს.

რაც ციფრულ მატარებლებს შეეხება – ვისაც ასე უნდა რუსული არხების ყურება, მათ უყურონ ინტერნეტის და თეფშების საშუალებით. ჩვენ მთლიანად ვერ შევზღუდავთ ამ პროპაგანდას ტექნოლოგიების გამო, მაგრამ მნიშვნელოვნად შევამცირებთ მის რაოდენობას, რომელიც იმდენად დიდია დღეისთვის, რომ ეს რაოდენობა ხარისხში გადადის.

ამიტომ, ვერ ვხედავ ამ არგუმენტების წონას და ლოგიკას, რომ რუსული სახელმწიფო და სახელმწიფოს კონტროლქვეშ მყოფი არხები საქართველოში არ შეიზღუდოს – ისინი უნდა შეიზღუდოს და რაც შეიძლება მალე. არჩევნების წინ, არჩევნების მიმდინარეობისა და განსაკუთრებით ამის შემდეგ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველოში სიტუაცია მაქსიმალურად არიონ.

არ უნდა მივცეთ ამის საშუალება ოკუპანტ სახელმწიფოს.”