Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რა არის სამშობლო?

samshoblo1რა არის სამშობლო? – ამ კითხვაზე ალბათ თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც სიღრმისეულად გვიფიქრია და გარკვეული მსჯელობის შემდეგ, ჩვენებური დასკვნებიც გაგვიკეთებია.

თუ რა არის სამშობლო, ამას “არტინფო” ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი ჩანახატის ნაწყვეტით წარმოგიდგენთ:

“სამშობლოა თბილისის პატარა უბანი, დილიდან საღამომდე რომ ვერ გახვალ ქუჩის ბოლომდე, იმდენი მეგობარი შეგხვდება, მოგიკითხავს და მოგეალერსება.

კიდევ რა? – სოფელი, სადაც ცოლს ვერ შეირთავ, რადგან ყველა გოგო შენი დობილია და საპატარძლოს საპოვნელად იძულებული ხარ, სხვა სოფელში წახვიდე …

როგორც ჩანს, სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია.

– მეგობარო, გაჩერდით ერთი წუთით, რა არის სამშობლო? – ვაჩერებ ქუჩაში გამვლელს.

– მე მეკითხებით? – მეუბნება განცვიფრებული გამვლელი.

– დიახ, თქვენ, იქნებ არ იცით?

– როგორ არ ვიცი, მაგრამ ასე უცებ, დაუფიქრებლად, ქუჩაში …

– დიახ, ასე უცებ, დაუფიქრებლად, ქუჩაში …

– ასე უცბად, დაუფიქრებლად, ქუჩაში სამშობლოსთვის სიკვდილი შეიძლება, მაგრამ იმის თქმა, თუ რა არის სამშობლო, არ შეიძლება, ბატონო, – მპასუხობს ის და ჩქარი ნაბიჯით მცილდება.”