Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

პირველად ქართულ სცენაზე – „პოლკოვნიკი-ჩიტი“

polkonviki-chiti1თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი პირველად ქართულ სცენაზე წარმოადგენს ბულგარელი დრამატურგის ხრისტო ბოიჩევის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და აქტუალურ პიესას „პოლკოვნიკი-ჩიტი“.

თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე პრემიერები 20 და 21 მაისს 20 :00 საათზე გაიმართება.

პიესა საერთაშორისო ბრიტანული საბჭოს 1997 წლის გამარჯვებულია, რომელიც 40-ზე მეტ ქვეყანაში დაიდგა. საქართველოში მას რეჟისორი თამაზ იმნაძე დგამს, მხატვრობა ნიკოლოზ საბაშვილს ეკუთვნის, ვიდეო პროექციაზე ვლადიმერ ბენაშვილმა იმუშავა. სპექტაკლში მონაწილეობენ პაატა კიკვაძე, მერაბ ბრეკაშვილი, გიორგი გოიგიშვილი, სოფიო ფერაძე, დევი რეხვიაშვილი, ვასილ ამურველაშვილი და გოგა ბერიძე.

ტრაგიკომიკულ სპექტაკლში „პოლკოვნიკი და ჩიტები“ მოქმედება ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ბოსნიასა და სერბეთს შორის, უკაცრიელ ადგილას მდებარე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვითარდება, რომელიც ადრე მონასტერი იყო. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სიტუაცია მას შემდეგ იცვლება, რაც გაეროს მიერ სერბებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება შემთხვევით მონასტრის ეზოში აღმოჩნდება. მონასტერი ყაზარმად გადაიქცევა, ხოლო პაციენტები – სამხედროებად.

სმენადაქვეითებული ხაჩო, პატარის სინდრომით შეპყრობილი მატეი, მსუბუქი ყოფაქცევის პეპა, კლეპტომანი კირო, იმპოტენტი ბოშა დევუდი პოლკოვნიკ ფეტისოვის გარშემო ერთიანდებიან და ექიმთან ერთად, გრანდიოზული სიგიჟეებით გაჯერებულ თამაშში ერთვებიან – ნატო და ევროკავშირი მათი სამიზნე ხდება.