Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

პანტომიმის თეატრმა უპრეცედენტო პროექტი განახორციელა

p17პანტომიმის სახელმწიფო თეატრმა უპრეცედენტო პროექტი განახორციელა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რუსთაველის გამზირზე თეატრის მსახიობები უჩვეულო ფორმით წარსდგნენ საზოგადოების წინაშე.

ეკოლოგია, ბუნება, გამწვანება, განათლება, მეგობრობა, სიყვარული – ეს იყო თემები, რომლებიც მიმებმა კოსტიუმირებულად გააცოცხლეს.

იდეის ავტორი ამირან შალიკაშვილი ჯუნიორია, გრიმი ანუკა მურვანიძე და მისი ჯგუფი; კოსტუმების დიზაინი ლაშა დევდარიანი; რეჟისორები დავით შალიკაშვილი, ლუკა ჩხაიძე; მსახიობები ნინო ლორთქიფანიძე, ირაკლი ბიბილური (ბიბო), სალომე ფილიშვილი, სოფო ლოლაძე, გიორგი გურგენიძი (ბალუ), შოთიკო ქერაშვილი, ვასო კიპაროიძე, გიორგი ტიელიძე (ტილი), ანი ჩაგელიშვილი, ეკა დობორჯგინიძე (დობო). პროექტის განხორციელებაში თეატრის მსახიობებს ეხმარებოდნენ პანტომიმის ფაკულტეტის სტუდენტები; მუსიკალური გახმოვანება ზურა ფილიშვილი; კონსტრუქციები ნუგზარ შეყლაშვილი; კოსტუმების და კონსტრუქციების შექმნაში მონაწილეობდნენ ვასო კიპაროიძე, ნინო ლორთქიფანიძე; ფოტოგრაფი თამო ჟიჟიაშვილი.

ამირან შალიკაშვილი ჯუნიორი:

“იდეა წამოვიდა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით და მაქსიმალურად ვეცადეთ, თემატურად გაგვეკეთებინა. სრულიად ახალი პროექტია და ყველა კოსტუმი შეიქმნა სპეციალურად ამ პროექტისთვის, თან ასეთი პერცედენტი არ ყოფილა! ჩვენ პირველები ვართ, ვინც ცოცხალი ქანდაკება შემოიტანა საქართველოში 2002 წლიდან და მანამდე 70-იან წლებში შალიკაშვილმა ევროპაში გააკეთა! ამიტომ არ გეგონოთ რომ ეს ევროპიდან გადმოღებულია, ეს საქართველოდან გადაღებულია!

ეს იყო ერთგვარი გზავნილი ჩვენი მოქალაქეებისთვის, რადგან წარმოვადგინეთ ეკოლოგია, ბუნება, გამწვანება, განათლება, მეგობრობა, სიყვარული და ბევრი ის, რაც ერთმანეთთან ურთიერთობაში გვაკლია!

მიმაჩნია, რომ როგორც მეფეების ქანდაკებები იქცა თბილისობის ტრადიციად, ესეც ტრადიციული გახდება! საერთოდ ჩვენ ტრადიციული თეატრი ვართ და ტყუილად არ ვცოცხლობთ უკვე 51 წელი!

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მსახიობებით! ვამაყობთ ჩვენი გუნდით! მადლობა ყველას და რა თქმა უნდა, მადლობა თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურს პროექტის განხორციელებისთვის.”

p16

p15

p11

p14

p12

p13