ოქროს ლომი ქართველ ტენორს

don-koxe1ახალგაზრდა ქართველი ტენორი ირაკლი კახიძე ოქროს ლომით დაჯილდოვდა. ბათუმის მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტს ჯილდო დონ ხოსეს პარტიის საუკეთესო შესრულებისთვის გადაეცა ჟორჟ ბიზეს ოპერაში “კარმენი”.

ირაკლი კახიძე:

“ეს კიდევ ერთი ახალი ჯილდოა ჩემს შემოქმედებაში. 2008 წელსაც დამაჯილდოვეს ტურიდუს როლის შესრულებისათვის. მაშინ არ იყო ეს ჯილდო, მაგრამ მიხარია რომ ძალიან საამაყო და საკმაოდ ასაკოვან ხალხთან ერთად მეც მოვხვდი ამ სიაში.

ახლა კი დონ ხოსესთვის დამაჯილდოვეს. დონ ხოსეს პარტია პირველად 2013 წელს კორეაში ვიმღერე, იქ შედგა ჩემი დებიუტი, შემდგომ 2014 წელს ბათუმში და მერე 2015 წელს ნორვეგიაში.

უახლოეს მომავალში მივემგზავრები გერმანიაში, სადაც 2019 წლის ჩათვლით მაქვს სპექტაკლები ლუჩია, ბოჰემა, ნორმა, ტოსკა, აიდა.”