Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნინა სუბლატის ევროპულ-ამერიკული წარმატება

nina-sublatis-albomi1“იქს ფაქტორის” მესამე სეზონის მენტორი, მომღერალი ნინა სუბლატი გულშემატკივრებს ახალ ამბავს ამცნობს და თავის ევროპულ-ამერიკულ წარმატებაზე საუბრობს.

ნინა სუბლატი:

“ძალიან კარგი ახალი ამბავია:

პირველი რეკორდ დიელი გვაქვს! Cryo Chamber-თან, რომელიც არის შვედურ-ამერიკული ძალიან წარმატებული დარქ ემბიენტ ლეიბლი (ამ ჟანრში ერთადერთი თუ არა ერთ ერთი ყველაზე წარმატებულიც კი) და ზუსტად ამ ლეიბლზე გამოდის გიორგი შამანაურის და ჩემი პირველი ერთობლივი ნამუშევარი, ალბომი Phonothek – Lost in Fog

ალბომი გამოდის 17 მაისს და გაყიდვაში იქნება მთელ ევროპა-ამერიკაში!

კიდევ კარგი ამბავი ის არის, რომ ამ ჯერ არ გამოსულ ალბომს დადებითზე დადებითი კრიტიკა მოჰყვა, იწერება რევიუები ძალიან მაგარ მუსიკალურ ჟურნალებში (მაგ მასალასაც დავდებ ცოტა მოგვიანებით).

ალბომის გამოსვლამდე შეგიძლიათ მოისმინოთ პირველი ტრეკი. კარგი იქნება თუ თქვენც მოიწონებთ და დააფასებთ ჩვენ პირველ ნამუშევარს, გააზიარებთ, დააკომენტებთ, შეაფასებთ და შეიყვარებთ!

აი ისიც!”