Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნიკა გვარამია: “სპეკულირებას არ ვაპირებ!”

gvaramiaaaaa1– სპეკულირებას არ ვაპირებ! – აცხადებს ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. “იქს ფაქტორში” მონაწილეებისა და მენტორების დაძაბულობა პიკს აღწევს. სოფო ნიჟარაძე, ნიკა გვარამია, ნინა სუბლატი და გიორგი გაბუნია თავისი ოთხეულიდან მაყურებელს საუკეთესო ორ კონკურსანტს წარუდგენენ და გამარჯვებულიც მხოლოდ მათ შორის გამოვლინდება.

აღშფოთებული ნიკა გვარამია მაყურებლებს და ჟიურის წევრებს მიმართავს:

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორ იმღერებენ ეს ადამიანები, როგორი არტისტები იქნებიან და ჯარისკაცები არიან თუ მესაფლავეები, ამით სპეკულირებას არ ვაპირებ. იმიტომ რომ ვიღაცეებს გული აუჩუყდეთ და მოიგონ, ეს მე არ მჭირდება. კარგი მუსიკა მინდა სცენაზე. აი, ეგ არის! მორჩა!

არ მაინტერესებს სხვა მენტორების აზრი იმასთან დაკავშირებით, რა სტრატეგია აქვს ჩვენს გუნდს, საერთოდ არ მაინტერესებს. მე უკვე გადაწყვეტილება მივიღე ეხლა თუ გაქვთ აზრი, ვინ უნდა ადგეს, იმას მოვისმენ, მაგრამ ჩვენი გუნდის სტრატეგია არის ჩვენი გუნდის სტრატეგია, ეს თქვენ არ გეხებათ. თუ არასწორია ეს სტრატეგია მით უკეთესი თქვენთვის.

ჩემთვის ეს არ არის სპეკულატიური კონკურსი, ჩემთვის ეს არის მუსიკალური კონკურსი და თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ მხოლოდ ხარისხიანი მუსიკით, ფორმა გვაცვია, ჯარისკაცები ვართ, მესაფლავეები ვართ, შეყვარებული მოგვიკვდა თუ დედა გაფრინდა ცაში, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. კარგი მუსიკით თუ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ, თუ ვერ გავიმარჯვებთ – ვერ გავიმარჯვებთ, მორჩა!”