Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნანა ლორთქიფანიძე: “უტიფრობის ზეიმია!”

nana-lortkifanidze1რუსთაველის თეატრის მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე სიმართლის მოყვარულია და ყოველთვის ღიად აფიქსირებს თავის მოსაზრებას.

ხელოვანმა გვერდი ვერც ამჯერად აუარა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია ხმამაღლა, საჯაროდ დააფიქსირა.

ნანა ლორთქიფანიძე:

“კომედია არ არის “რუსთავი 2”-ის აქციაზე მისული ხალხი, მურუსიძეზე და გირგვლიანი თემაზე, რომ ლაპარაკობენ? თან როგორი აღშფოთებულები!!!!

ზაალ უდუმაშვილო! ერთხელ თუ გიხსენებია 10 წლის მანძილზე ან სასამართლო ან გირგვლიანი. “იმედს” რომ არბევდნენ შენ და დიანა ეთერში იყავით და დიდხანს ველოდი, რომ მოიხსნიდით ყურსასმენს და კოლეგების მხარდასაჭერად პროტესტის ნიშნად დატოვებდით სტუდიას, მაგრამ უსირცხვილოდ გააგრძელეთ გადაცემის წაყვანა.

რუსთავი ორის დამცველებო! ერთმანეთს რომ უყურებთ მანდ, არაფრის არ გრცხვენიათ? არაფერი გახსენდებათ ერთმანეთის დანახვაზე? თურმე რუსთავი ორზე გადის სიმართლის, ობიექტურობის, არჩევნების ლეგიტიმურობის და თავისუფალი სიტყვის ზღვარი!

ცირკია, ნამდვილი ცირკი! უტიფრობის ზეიმია! ხალხის და საზოგადოების სახელით როგორ ბედავთ ლაპარაკს! თქვენი ხელობა მარტო ღვარძლზე, შურზე, ტყუილზე და ბოროტებაზეა ორიენტირებული, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდება, რადგან საბოლოოდ ბოროტებას მაინც სიკეთე და სიმართლე ამარცხებს!”