Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მინის თეატრი დახმარებას ითხოვს

minis-teatri1– ნუ გაგვატეხინებთ პირს უცხოელ კოლეგებთან. ნუ დაგვაკარგინებთ შანსს წარვსდგეთ საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე, – ამ განცხადებას მინის თეატრის ხელმძღვანელი რეზო შატაკიშვილი ავრცელებს და დახმარებას ითხოვს:

– მეგობრებს ვთხოვ გაიზიარონ ჩვენი პრობლემა და გააზიარონ ეს პოსტი. მოგმართავთ თხოვნით. არ მოგმართავდით, სხვა გზა რომ დაგვრჩენოდა. მინის თეატრი, ჩემი ახალი მონოსპექტაკლით „მესაფლავე“ 13-დან 24 ივნისამდე მიწვეულია უკრაინაში, მონოსპექტაკლების საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე. 28-29 ივნისს გასტროლი გვაქვს კიშინოვში – მოლდოვას ნაციონალურ თეატრში.

ფესტივალის ადმინისტრაცია ფარავს ადგილზე ცხოვრების ხარჯებს. არ ფარავს სატრანსპორტო ხარჯებს. (გამგზავრება თბილისიდან კიევში, დაბრუნება კიევიდან). საგასტროლო ანაზღაურება ვერანაირად ვერ აანაზღაურებს ვერც მგზავრობის ხარჯს (კიევიდან კიშინოვში და უკან) და ვერც ადგილზე, კიშინოვში ცხოვრების ხარჯებს.

როდესაც ამ ყოველივეს ვგეგმავდით, იმედი გვქონდა კერძო კომპანიების თანადგომის, პარტნიორობის. გვქონდა ინოვაციური შეთავაზება კომპანიებთან. რეალობა კი დადგა შემდეგი: პასუხი ყველა კომპანიიდან, რომელსაც მიმვმართეთ (და მივმართეთ არაერთს) იყო იდენტური, მოწოდებული სხვადასხვა სიჩქარით – ოპერატიულად თუ დაგვიანებით: „ამ ეტაპზე ამ აქტივობაში ვერ ჩავერთვებით“. არადა, უკვე აფიშებია გამოკრული…

გვრჩება ერთადერთი გზა, მოგმართოთ მეგობრებს, მაყურებელს, თხოვნით, დაგვეხმაროთ, ნუ გაგვატეხინებთ პირს უცხოელ კოლეგებთან. ნუ დაგვაკარგინებთ შანსს წარვდგეთ საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე. დაგვეხმარეთ შეძლებისდაგვარად, მინიმალური თანხაც კი თანადგომის შემთხვევაში პრობლემას გადაჭრის და ჩვენ ვიქნებით, ალბათ პირველები, რომელიც მაყურებელმა გაუშვა საზღვარგარეთ ფესტივალზე, გასტროლზე.

მინის თეატრის საბანკო რეკვიზიტებია:
სს „საქართველოს ბანკი“
კოდი: BAGAGE22
ა/ა GE45 BG00 0000 0458 4317 00

(თვალსაჩინოებისთვის პოსტს თან ერთვის საფესტივალო აფიშები, მიწვევა).

1afisha1

afisha1

afisha21