Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მაქსიმ ავერინი საქართველოში ქველმოქმედებისთვის ჩამოდის

maqs1,,ყველაფერი სიყვარულით იწყება” – ამ სპექტაკლით საქართველოში ცნობილი მსახიობი მაქსიმ ავერინი ჩამოდის. ხელოვანი მონაწილეობას მიიღებს საქველმოქმედო აქციაში „შენ, მე, ჩვენ – ერთად სიცოცხლისთვის“.

მაქსიმ ავერინი ქართველი მაყურებლის წინაშე რუსთაველის თეატრში 2 და 3 ივნისს წარსდგება. სპექტაკლები საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდება, შემოსული თანხა კი შეჭირვებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.

“მოუთმენლად ველი ქართველ მაყურებელთან შეხვედრას. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ჩამოვიდე თქვენს ულამაზეს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, ეს საღამო იქნება ისეთივე თბილი, როგორიც თქვენი ქვეყანაა,” – განაცხადა სპეციალურ ვიდეო-მიმართვაში მსახიობმა.

მაქსიმ ავერინის პირველი კინოდებიუტი 6 წლის ასაკში შედგა ეპიზოდურ როლში. 9 წლიდან ის მინიატურების თეატრის სცენაზე თამაშობდა. მსახიობი მრავალი პრემიისა და კინოფესტივალის ლაურეატია. 2006 წელს ნომინირებული იყო თეატრალური პრემიაზე „ჩაიკა“. 2011 წელს კი “Taffy”-ზე მამაკაცის საუკეთესო როლისთვის პრემია მიიღო.

მსახიობი თბილისში 30 მაისს ჩამოვა, ვიზიტის ფარგლებში 31 მაისს სოფიკო ჭიაურელის, რამაზ ჩხიკვაძის, რეზო ჩხეიძის და სხვა კოლეგების საფლავებს მოინახულებს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას.

მაქსიმ ავერინი რამდენიმე ბავშვთა ცენტრსაც ეწვევა და ბათუმშიც ჩავა.