Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მადრიდში დავით აღმაშენებლისა და ლაშა გიორგის პორტრეტები გამოიფინა

gamofena-madridshi1მადრიდში ორი ქართველი მეფის დავით აღმაშენებლისა და ლაშა გიორგის პორტრეტები გამოიფინა. ნამუშევრები ხელოვნების სასახლეშია დაცული და მათი ავტორი გიორგი გეგეჭკორია.

“საქართველოს მეფეების მედიდური გამოხედვითა და ბრწყინვალე ჩაცმულობით არ შეიძლება არ მოიხიბლო, – განაცხადა გამოფენაზე მისულმა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხორხე ფერნანდო დიაზმა და მადლობა გადაუხადა ავტორს ესპანეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის.

საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სამხედრო წარმატებების ისტორიას ესპანელები დღეს მადრიდის სანტა ბარბარას სასახლის საგამოფენო დარბაზებში ეცნობოდნენ. ექსპოზიციაზე ესპანელი მხატვრის ავგუსტო ფერნანდო დალმაოს ნამუშევრებთან ერთად წარმოდგენილი იყო ხელოვნების სასახლის კოლექციაში დაცული გრიგოლ გაგარინის ესკიზები ქართველთა სამხედრო აღკაზმულობის შესახებ, მხატვრების თინათინ კლდიაშვილისა და ეკატერინე გეგუჩაძის მიერ ქსოვილზე შესრულებული სხვადასხვა საბრძოლო სცენები ქართული მინიატურებიდან და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ტილოები, რომლებზეც 1918-1921 წლებში მიღვაწე ქართველი გენერლებია წარმოდგენილი.

ესპანელმა მხატვარმა ავგუსტო დალმაომ გამოფენაზე დიდგორის ბრძოლის ქართველი რაინდის პორტრეტი გამოფინა.

gamofena-madridshi2

ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა, ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ და ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხორხე ფერნანდო დიაზმა.

გამოფენამ დიდი დაინტერესება გამოიწვია ესპანურ ტელევიზიებში.

ქართული ექსპოზიცია მადრიდში ერთი კვირა გაგრძელდება. გამოფენის ორგანიზატორი ჟურნალ ”OK”-ს მთავარი რედაქტორი ნინო იოსელიანია.