Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კულტურის სამინისტროს უარი “მაჩაბელას”

uari-mamuka-lomashvils1საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კიდევ ერთხელ განაცხადა უარი ქართული პროექტის დაფინანსებაზე.

“მაჩაბელას სახელობის ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური ფესტივალის” დამფუძნებელმა მამუკა ლომაშვილმა განცხადებით მიმართა მიხეილ გიორგაძის უწყებას, ფესტივალისთვის ფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით, მაგრამ უარი მიიღო.

საქართველოს კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის” სხდომამ პროექტის დაფინანსებას მხარი არ დაუჭირა. მამუკა ლომაშვილმა ოფიციალური განცხადება უკვე მიიღო, რომელსაც ხელს კულტურის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი აწერს.

“არტინფო” მამუკა ლომაშვილს დაუკავშირდა:

“ფესტივალის ბიუჯეტი ძალიან მოკრძალებული და მიზერული იყო – 21 ათასამდე – პირველ წერილში ზუსტად ეს თანხა იყო მითითებული. პასუხი მოგვივიდა, რომ შპს-ებზე კანონით 20 ათასამდე შეეძლოთ დაფინანსება და ამ მოტივაციით გვითხრეს უარი.

შემდგომ 19 ათას ლარიანი ბიუჯეტით მივმართეთ… რა თქმა უნდა, დიდი იმედი არც გვქონია დაფინანსების და შემდეგ მოვიდა ეს წერილი…

ფესტივალი ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ეს მე-9 ყოველწლიური ფესტივალია. ველოდებით მერიიდანაც პასუხს, მართალია 3 თვე გავიდა განაცხადის შეტანიდან და ჯერაც პასუხია არაა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ!”