Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ილო ბეროშვილის შოუ ბრუნდება

ilo-beroshvilis-shou1ხანმოკლე პაუზის შემდეგ, ილო ბეროშვილის შოუ ტელეეთერს უბრუნდება. ინფორმაცია და ახალი სარეკლამო რგოლი უკვე გაავრცელა შოუს ოფიციალურმა გვერდმა.

ილო ბეროშვილის შოუ ეთერში განახლებული შემადგენლობით დაბრუნდება. კვირას იმედის ეთერში მაყურებელი პირველად ნახავს გადაცემას, რომელშიც ახალი ბენდი დაუკრავს.

შოუს მიერ გავრცელებულ სარეკლამო რგოლში აღარ ჩანან დათო ფორჩხიძე და გელა გნოლიძე. გელას ადგილი “ქუჩის ბიჭების” ერთ-ერთ წევრს ირაკლი ნოზაძეს, იგივე პიკასოს აქვს დაკავებული.