Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

იაკობ გოგებაშვილის ძეგლი სტალინის ადგილას

1iakob– გორში სტალინის ძეგლის ადგილას დაიდგას დიდი საზოგადო მოღვაწის და განმანათლებლის, იაკობ გოგებაშვილის ქანდაკება – ადამიანის ვინც გვაჩუქა დედა-ენა, ბუნების კარი, და თითოეული ქართველისთვის ძვირფასი “აი ია”! – ამ ინიციატივით მწერალი მამუკა ხერხეულიძე გამოდის.

იდეა კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკა რურუამ გააჟღერა:

“ჩემმა მეგობარმა, მწერალმა მამუკა ხერხეულიძემ გამიზიარა იდეა, რომ გორში, სტალინის ძეგლის ადგილას დაიდგას დიდი საზოგადო მოღვაწის და განმანათლებლის, იაკობ გოგებაშვილის ქანდაკება – ადამიანის ვინც გვაჩუქა დედა-ენა, ბუნების კარი, და თითოეული ქართველისთვის ძვირფასი “აი ია”.

დიდებული და უდაოდ განსახორციელებელი იდეაა, რომელსაც მნიშვნელოვანი სიმბოლური ძალაც მოსდევს – კერძოდ ის, რომ ჩვენ უხეშ, ბნელ ძალაზე წინ განათლებას ვაყენებთ.
საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერია” უმოკლეს ვადებში მიმართავს გორის საკრებულოს და მერს შესაბამისი განცხადებით.”