Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიორგი შენგელაიას ვარსკვლავი მადლიერი ქართველებისგან

shengelaia1საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით კინოთეატრ “რუსთაველის” წინ რიგით მე-11-ე ვარსკვლავი გაიხსნა. მისი მფლობელი ცნობილი კინორეჟისორი გიორგი შენგელაიაა.

ვარსკვლავი რეჟისორის 79-ე იუბილესთან დაკავშირებით საზეიმოდ გაიხსნა. ეს არის ერთგვარი მადლიერების გამოხატვა მისი წვლილისთვის ქართულ კულტურაში.

ღონისძიებას დაესწრნენ ქართული თეატრისა და კინოს მსახიობები, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთან ერთად.

„ბატონი გიორგი დღესაც ძალიან ბევრს მუშაობს, ვუსურვოთ ჯანმრთელობა და კიდევ შემოქმედებითი ზრდა. იქნებ ბატონმა გიორგიმ კიდევ გაახაროს საქართველო თავისი შემოქმედებით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

shengelaia2

shengelaia12