Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გასტროლზე ჩასული სიღნაღის თეატრის თანამშრომლები კანადაში დარჩნენ

signagis-teatri1“არტინფო” უკვე წერდა, რომ სიღნაღის თეატრი სპექტაკლით “მოხეტიალე დასი” გასტროლზე კანადაში, ლივერპულის საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფებოდა. დასი 3 პრიზით – მაყურებლის რჩეულ ნომინაციაში, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის და საუკეთესო დადგმისთვის დაჯილდოვდა.

გასტროლის დასრულების შემდეგ, სიღნაღის თეატრის 6 თანამშრომელი – 3 მსახიობი, მხატვარი, ხმის რეჟისორი და მომღერალი კანადაში დარჩა. ინფორმაცია სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგაბელმა დავით სინჯიკაშვილმა დაადასტურა.

თეატრის გასტროლი ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა და საკონსულო მომსახურებასა და სამივლინებო ხარჯებისთვის 11.000 ლარამდე გადაერიცხა.