13 მაისი, 2016

ყველაზე დამაჯერებელი კინო ფსიქოპათი გამოვლენილია

kino-fsiqopati1მსოფლიო კინემატოგრაფში ყველაზე დამაჯერებელი კინო ფსიქოპათი გამოვლენილია.

თქვენ ეს ჰანიბალ ლექტერი გგონიათ “კრავთა დუმილი”-დან, ან ნორმან ბეიტსი “ფსიქო”-დან? ცდებით. ამ პერსონაჟებმა წამყვანი პოზიციებიც კი ვერ დაიკავეს. ფსიქიატრების აზრით, ისინი ფსიქოფატებს არ შეესაბამებოდნენ და ზედმეტად ბოროტები იყვნენ.

ფსიქიატრების 10-კაციანმა ჯგუფმა სამწლიანი კვლევა დაასრულა. მათ 400 ფილმი ნახეს და 126 პერსონაჟი ზედმიწევნით შეისწავლეს და გამოიკვლიეს.

ყველაზე დამაჯერებელ კინო ფსიქოპათად კი მკვლევარებმა ანტონ შიგური დაასახელეს ფილმიდან “მოხუცებისთვის აქ ადგილი არ არის”.