7 მაისი, 2016

სოფი ლორენი ქართველი ბავშვების გადასარჩენად

sofi-loreni-da-natvris-xe181 წლის კინო-ლეგენდა სოფი ლორენი თავისი კეთილი საქმიანობით მსოფლიოშია განთქმული. მისი მოღვაწეობა დაკავშირებულია უამრავ დადებით მოვლენასთან, რამაც ადამიანების ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

სოფი ლორენის სიკეთემ საქართველომდეც მოაღწია. მან ქართველი ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუდგეს გვერდში ნინო სურგულაძის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდს “ნატვრის ხე”.

ინფორმაციას ქართველი მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე ავრცელებს:

– ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბავი მინდა გაგიზიაროთ.
ფონდ “ნატვრის ხის” 15 ივნისის ღონისძიებას ოპერისა და ბალეტის თეატრში, შეუერთდება მსოფლიო კინო-ლეგენდა მსახიობი სოფი ლორენი, როგორც საპატიო სტუმარი.

მან სრულიად უსასყიდლოდ გამოთქვა სურვილი დადგეს ჩვენთან ერთად ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად.

სოფი ლორენს მე ჯერ კიდევ 2007 წელს შევხდი იტალიაში და საქართველოს შესახებ ვესაუბრე. მსოფლიო კინოლეგენდამ მაშინ მითხრა, რომ საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ რუსეთში იყო ნამყოფი და საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა. აი, ეს დროც დადგა, უმშვენიერესი სოფი ლორენი 13 ივნისს საქართველოს ეწვევა და ფონდ “ნატვრის ხის” კონცერტზე ჩვენთან ერთად იქნება. 15 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ლა სკალას რეჟისორთან და ქორეოგრაფთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო პრემიერა მოეწყობა, თუმცა ამ ეტაპზე სიურპრიზად ვტოვებთ იმას, რაც კეთდება.

ყველას, ვისაც გაქვთ სურვილი მხარი დაუჭიროთ “ნატვრის ხეს” და ჩვენთან ერთად იბრძოლოთ პატარების სიცოცხლის გადასარჩენად, მოგვმართეთ:

ტელ: +995591503503
Email:ninosurguladzeofficial@gmail.com