24 მაისი, 2016

სიღნაღის თეატრს კანადაში 3 პრიზი მიანიჭეს

signagis-teatris-prizebi1სიღნაღის თეატრს კანადაში, ლივერპულის მსოფლიოს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე 3 პრიზი მიანიჭეს.

ფესტივალი წელს მე-13-ედ გაიმართა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური დასები მონაწილეობდნენ.

სიღნაღის თეატრმა სპექტაკლი “მოხეტიალე დასი” ითამაშა, რომელიც რეჟისორმა მურად ვაშაკიძემ გურამ ბათიაშვილის პიესის მიხედვით დადგა:

“ემოციები ჯერ არ ჩამცხრალა, ამისთვის ნამდვილად ღირდა წვალება. დანაპირები შევასრულეთ დიდი კონსტანტინესი არ იყოს: “ჩვენ დავიბადეთ პატარა მდინარის პირას. ვებრძვით და ვიმარჯვებთ დიდი მდინარის პირას დაბადებულებზე”… პრიზები მივიღეთ საუკეთესო უცხოური სპექტაკლისთვის, ქალის როლის საუკეთესო შესრულებითვის – ნანა ბუკია და მაყურებლის რჩეული სპექტაკლისთვის,” – ნათქვამია სიღნაღის თეატრის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.