4 მაისი, 2016

პანტომიმის თეატრს ახალი დირექტორი ჰყავს

pantomimis-direqtori1პანტომიმის სახელმწიფო თეატრს ახალი დირექტორი ჰყავს. ქალაქ თბილისის მერიამ ამ თანამედებობაზე ამირან შალიკაშვილი ჯუნიორი დაამტკიცა.

ამირან შალიკაშვილი ჯუნიორი ბავშვობიდანვე უნიკალურ ატმოსფეროში პანტომიმის ხელოვნების ფუძემდებელ ამირან შალიკაშვილისა და ცნობილი მსახიობის კირა მებუკეს ოჯახში იზრდებოდა. მას შემდეგ, რაც 13 წლის ასაკში პირველად დადგა სცენაზე და მამის სპექტაკლში „სტუმარ-მასპინძელი“ ითამაშა, „მოიწამლა“ ამ ხელოვნებით და დღემდე ერთგულად მას ემსახურება, აქამდე როგორც მსახიობი, ახლა კი უკვე როგორც მენეჯერი.

ამირან შალიკაშვილი ჯუნიორი:

– თეატრში იწყება ახალი სიცოცხლე, ჩვენი გუნდი ყოველდღე ფიქრობს თეატრის განვითარებაზე, ჩვენი მიზანი თეატრის გათანამედროვეობაა ისე, რომ არ დაიკარგოს მრავალწლიანი ტრადიციები, ის, რამაც თეატრს მთელს მსოფლიოში სახელი გაუთქვა.

– თუ გაქვთ ძირითადი მიმართულებები, რაზეც იმუშავებთ?

– ჩვენი ხედვა ასეთია: 1. ირგვლივ შემოვიკრიბოთ პროფესიონალი ადამიანები ყველა იმ მიმართულებაში, რაც თეატრის განვითრებას ინსტიტუციონალურად სჭირდება; 2. გავზარდოთ მსახიობები, დავდგათ საინტერსო, ღირებული სპექტაკლები; 3. გადავწყვიტოთ პანტომიმის თეატრის შენობის საკითხი.

teatr1i

– რით არის გამორჩეული წლევანდელი წელი პანტომიმის თეატრისთვის?

– წელს ამირან შალიკაშვილმა გახსნა პანტომიმის და პლასტიკის საერთაშორისო ცენტრი საქართველოში -WPCG (World Pantomime Center Georgia). 2015 წელს დააარსა პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც წელსაც ჩატარდება.