16 მაისი, 2016

მოზარდ მაყურებელთა თეატრი იწყებს აქციას

mozardi-da-makdonaldsi1ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი და რესტორნების ქსელი MacDonalds იწყებს აქციას სახელწოდებით “ბავშვები ბავშვებისთვის”!

20 ივნისის ჩათვლით თეატრი ყველა იმ საჭირო ნივთს შეაგროვებს, რომელიც აუცილებელია გორისა და მიმდებარე სოფლების სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის.

– გახდი აქციის მონაწილე, 20 ივნისის ჩათვლით, თეატრის შენობაში მოიტანე ტანსაცმელი, სათამაშოები, საკანცელარიო ნივთები და წიგნები, რათა დაეხმარო მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, – ნათქვამია თეატრის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ორგანიზაცია “Society Biliki” ამ ოჯახებზე 1997 წლიდან ზრუნავს. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის ბენეფიციარები სახელმწიფო ვაუჩერით ფინანსდებიან, გამოყოფილი თანხა არ არის საკმარისი სრულად უზრუნველყონ ბავშვების ყველა საჭიროება. ამიტომ მათთვის თითოეული ჩვენგანის დახმარება მნიშვნელოვანია!

თავის მხრივ რესტორნების ქსელი MacDonalds ჰეპი მილის უფასო ვაუჩერით დაასაჩუქრებს ყველა იმ ბავშვს, რომელიც საქველმოქმედო აქციაში ჩაერთვება.