21 მაისი, 2016

მაია დარსმელიძე “ერთმორწმუნე რუსზე”: “ისევ მივუტევოთ?”

1maia-darsmelidოკუპანტების მიერ ქართველი ახალგაზრდის მკვლელობას ეხმაურება მომღერალი მაია დარსმელიძე და დღისით, მზისით, ხალხის თვალწინ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას აპროტესტებს.

მაია დარსმელიძე:

“ეხლა მაინტერესებს გიგა კვენეტაძეების და სხვა დანარჩენი ვიწიოკმადიდებლების აზრი “ერთმორწმუნე რუსზე”, რომელიც ასე, უკვე პირდაპირ ხალხის თვალწინ, დღისით მზისით გვკლავს.

ისევ მივუტევოთ და უფრო ღრმად შევეტენოთ, რომ “უარესად არ გავაღიზიანოთ”, თუ ოდესმე მაინც უნდა გაგვახსენდეს ჩვენი საამაყო ისტორიული მომენტები და ის, რომ ღირსება იყო, ყველაზე მეტად რითიც ვამაყობდით?”