8 აპრილი, 2016

ზაზა შენგელია: “პროტესტის გრძნობა გამიჩნდა იმ “ბესპრედელის” გამო…”

zaza-shengelia1კომპანია “ბრავო რექორდსის” ხელმძღვანელი ზაზა შენგელია ღიად გამოხატავს პროტესტს იმ უვიცობის და თავხედობის გამო, რომელიც მისი აზრით, დღეს კულტურის სამინისტროდან მოდის.

ზაზა შენგელია:

“საოცარი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა მეც იმ უკიდეგანო ”ბესპრედელის”, უვიცობის და თავხედობის გამო, რომელიც დღეს კულტურის სამინისტროდან მოდის…. 100%-ით ვეთანხმები ვახო ბაბუნაშვილის მოსაზრებებს… დროა, ყველაფერს საკუთარი სახელი დაერქვას…

სერიოზულ ინტერესთა კონფლიქტში არიან “წყალბურთელი ბიჭები”,’რომლებიც ტყემლის ხეზე ზიან და ბლის კურკებს ისვრიან… და თან არ მინდა “ბრავო რექორდსის” და სხვა კომპანიების პროექტებს იხილავდეს ტიპი, რომელსაც მეორე კლასში, ტურგენევის “მუმუ”-ს მერე წიგნი არა აქვს წაკითხული და მისი უწიგნურობის ამბავი მთელ ქალაქში ანეკდოტად დადის… სირცხვილია!”