Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

უარი ნუცა შანშიაშვილს თბილისში კონცერტის ჩატარებაზე

13 აპრილი, 2016

nuca-shanshiashvili1ქართველ მომღერალ ნუცა შანშიაშვილს, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, თბილისში კონცერტის ჩატარებაზე უარი უთხრეს. მომღერალმა განცხადებით მიმართა შესაბამის უწყებებს – თბილისის მერიას და საქართველოს კულტურის სამინისტროს და ორივე უწყებისგან უარი მიიღო – ფული არ გვყოფნისო.

ნუცა შანშიაშვილი:

“ვწერ ჩემს საყვარელ ქართველ მსმენელს და მაყურებელს. იმათ, ვინც ელოდება ჩემს კონცერტს საქართველოში… შეტანილი მქონდა განცხადება თბილისის მერიასა და კულტურის სამინისტროში თხოვნით, დაეფინანსებინათ ჩემი კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც წარმოდგენილი მექნებოდა ერთ-ერთი ჩემი ბროდვეის საკონცერტო პროგრამა, მსოფლიო უნიკალურ მუსიკოსებთან ერთად. მოკლედ რომ ვთქვა, ისეთ გიჟ ზანგებთან ერთად, როგორებიც არიან მინგუს ბენდის ჯაზ ვარსკვლავები.

ასევე მინდოდა ჩემს კონცერტში მიეღოთ მონაწილეობა ჩემი ვოისის ნიჭიერ ახალგაზრდა მომღერლებს. მე მგონი დიდი ბიძგია და წინსვლა ქართველი ახალგაზრდებისთვის ეგეთ მუსიკოსებთან სიმღერა, მაგრამ, სამწუხაროდ, უარი მითხრეს დახმარებაზე მერიამ და კულტურის სამინისტრომ – ფული არ გვყოფნისო.

მე არავის ვაყენებ შეურაცხყოფას და არავის ვაკრიტიკებ, უბრალოდ ვაკონკრეტებ ფაქტს. ჩემი კონცერტები იგეგმება ამერიკაში ნოემბრიდან, მწყდება გული, რომ ჩემს საყვარელ, ყველაზე საყვარელ ქართველ მაყურებელს ვერ ვუმღერებ, მაგრამ იმედი მაქვს, რაღაცა და როდესმე და როგორმე გამოიცვლება უკეთესობისკენ ჩემს საქართველოში…

მინდა შეგახსენოთ, რომ არ მივეკუთვნები არცერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას და პარტიას, მაქვს ჩემი აზრი და ვცემ დიდ პატივს ყველა იმ ქართველს, ვისაც შეუძლია ჭეშმარიტად უყვარდეს თავისი ერი და ემსახუროს მას მთელი გულით… ყოველგვარი ქურდობის, ფულის გათეთრების და ვითომ პატრიოტობის გარეშე.”