Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

„წიგნი და მუსიკა“ – მასშტაბური ფესტივალი იწყება

11 აპრილი, 2016

cignis-festivali1თანამედროვე სამყაროში კითხვა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს და განათლებული და წარმატებული საზოგადოების ქვაკუთხედია. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად პოპულარულია, მისი ჩანაცვლება ხშირად ალტერნატიული აქტივობებით ხდება, რაც ნაკლებ ინტელექტუალურ ძალისხმევას მოითხოვს. წიგნების დონის ამაღლება და კითხვისადმი ინტერესის გაღვივების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალება მასშტაბური სახის ღონისძიებებია. სწორედ ასეთს წარმოადგენს ფესტივალი „წიგნი და მუსიკა“, რომელიც 2016 წელს თბილისში უკვე მეორედ ჩატარდება.

ფესტივალი 2015 წელს, 22-24 მაისს თბილისის „ივენთ ჰოლში“ გაიმართა. მისი განმასხვავებელი ნიშანი და ამავე დროს წარმატების გასაღები კულტურის სხვადასხვა მიმართულების ერთ სივრცეში გაერთიანებაა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყვნენ გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები, არტკაფეები. ფესტივალის მიმდინარეობისას ხდებოდა სხვადასხვა ავტორების და წიგნების წარდგენა, საჯარო ლექციები და კითხვა; დამთვალიერებლებს იმავე სივრცეში მუდმივად ჰქონდათ საშუალება მოესმინათ სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფებისთვის, დასწრებოდნენ კულინარიულ მასტერკლასებს და შოუებს, ანუ ივენთ-ჰოლის სცენაზე ყოველ საათში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ წიგნი, მუსიკა და კულინარია. ფესტივალის სტუმარი ბავშვებისთვის ეწყობოდა კითხვის საათები, ხატვის და ხელოვნების გაკვეთილები.

სწორედ განსხვავებული და ახალი კონცეფციის გამო, ფესტივალს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც მედიაში, აგრეთვე სოციალურ ქსელებში. მან დიდი მოწონება დაიმსახურა სტუმრებსა და მონაწილეებს შორის. თბილისის შემდეგ ფესტივალმა თელავში გადაინაცვლა.
ფესტივალი “წიგნი და მუსიკა” 2016 წელს თბილისში, 21-24 აპრილს გაიმართება. ფესტივალი გასულ წელთან შედარებით ბევრად მასშტაბური და ხალხმრავალი იქნება. მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სწორედ მუსიკის, კულინარიის და წიგნების სინთეზია.

cignis-festivali11

ფესტივალი ფარგლებში მთავარ სცენაზე კონცერტებს გამართავენ ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები: წერილი, მწვანე ოთახი, შოთა ადამაშვილი, Back Warmer, Lady Heroine, რეზო კიკნაძე, Blue Sun, The Window, Expecto Patronum, Black Marrows და The Bearfox.

მკითხველთან შეხვედრას გამართავენ მწერლები, მთარგმნელები და რედაქტორები: დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე, თამთა მელაშვილი, ეკატერინე ტოგონიძე, მერაბ ფიფია, თამარ კვიჟინაძე და ანა ჭაბაშვილი.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები ბავშვებისთვის და უფროსებისთვის. ფილარმონიის გარეთ განთავსდება კარვები, სადაც გაიყიდება ბუკინისტური წიგნები, ხელნაკეთი ნივთები, ვინილის ფირფიტები და ცხელი სასმელები.

cignis-festivali21

ფესტივალი როგორც 2016 წელს, აგრეთვე მომავალში 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს დაემთხვევა.

ფესტივალის კომპონენტებია: ლიტერატურა, საჯარო ლექციები და კითხვა, ავტორების და წიგნების წარდგენა, წიგნების გამოფენა-გაყიდვა, რარიტების და ხელნაწერების გამოფენა, საბავშვო შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები, მასტერკლასები, მუსიკალური პერფომანსები, კულინარიული შოუები და მასტერკლასები.