8 აპრილი, 2016

თათია სამხარაძემ დუმილი დაარღვია

taso1მსახიობმა თათია სამხარაძემ, რომელიც “შალვა რამიშვილის შოუში” ტასო ბარნოვას პერსონაჟით იყო ცნობილი, დუმილი დაარღვია. მსახიობმა საგანგებო პრესკონცერენცია მოიწვია და საჯაროდ დაადანაშაულა ჟურნალისტი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში.

თათია სამხარაძე:

“ვადასტურებ, რომ შალვა რამიშვილი ახორციელებდა ჩემს სექსუალურ შევიწროებას. ამის შესახებ მე საუბარი მქონდა არხის დირექტორთან, გიორგი ბახტაძესთანაც, ასევე მე გავაკეთე აუდიო ჩანაწერი, სადაც რამიშვილი აღიარებდა, რომ ჩემზე ახორციელებდა სექსუალურ შევიწროებას. ეს აუდიო ფაილი ამ დროისთვის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადის ექსპერტიზას და დგინდება მისი ავთენტურობა. მე დამიკავშირდნენ რამიშვილის ყოფილი თანამშრომელი გოგოებიც და მათაც იგივე პრობლემა აქვთ. მათი თქმით, შალვა რამიშვილი მათზეც ახორციელებდა სექსუალურ შევიწროებას. მე შევიტან სარჩელს სასამართლოში და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი სიმარათლე დავამტკიცო. მე დავკარგე კარიერა, სამსახური და გეტყვით ერთს – არ მინდა ვიღაცის კარიერა ვიღაცის საწოლზე გადიოდეს.“