15 აპრილი, 2016

თაკო ნაცვლიშვილის მექსიკური წარმატება

tako-nacvlishvili-meqsikashi117 წლის ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი მსოფლიო მოდის სამყაროში წარმატებით აგრძელებს მოღვაწეობას.

ნიუ იორკის, მილანის, პარიზის მაღალი მოდის კვირეულებზე ლამაზმანი მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების დონატელა ვერსაჩეს, დიორის, არმანის, დოლჩე და გაბანას, ზუჰაირ მურადის კოლექციებს ცნობილ მოდელებთან ერთად წარადგენს, მონაწილეობს ფოტოსესიებში და ხვდება მოდის ჟურნალების გარეკანზე.

ჯორჯო არმანიმ თაკო თავის ფათორიტ გოგოდ დაასახელა და წელს ქართველი მოდელი მისი ბრენდის სახე გახდა.

ამჯერად თაკო ნაცვლიშვილმა მექსიკური კოსმოპოლიტანის ახალი ნომრისთვის იპოზიორა და მისი ფოტოები მოდურ ჟურნალში მრავლად განთავსდა.

ta1

tak1