Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რა ტურიზმი, რის ტურიზმი? – ბრლადებები კულტურის მინისტრს

12 აპრილი, 2016

mixeil-giorgadze12– რა ტურიზმი, რის ტურიზმი? რა საჭიროა ამისთვის 29 მილიონის გაფლანგვა? კულტურული ტურიზმი იმას ჰქვია, როცა შენი კულტურის აღმოსაჩენად ჩამოდის უცხო ქვეყნის მგზავრი… – ეს არის ამონარიდი განცხადებიდან, რომლის ავტორიც პოლიტიკური მოღვაწე სალომე ზურაბიშვილია.

მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გახდა აუცილებელი საარჩევნო პერიოდში ამხელა თანხის დახარჯვა უცხოელ მომღერლებზე და სწორედ იმ მეთოდებით მოქმედება, რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა.

სალომე ზურაბიშვილი:

“რა ვქნა და არ მესმის, რატომ იყო აუცილებელი ამ საარჩევნო პერიოდში იმავე მეთოდებით, რასაც მიგვაჩვია გუშინ ნაციონალურ მოძრაობამ (სხვათაშორის, დღევანდელ მინისტრის და მინისტრის მოადგილის ეასტერნ პრომოშიონის მეშვეობით!!!) უცხოელ მომღერლების ჩამოყვანით, ძვირად ღირებულ კონცერტების მოწყობით, ამის მაინცდამაინც გამეორება?….

რა საჭიროა ამისთვის 29 მილიონის გაფლანგვა? რა ტურიზმი, რის ტურიზმი?…. კულტურული ტურიზმი იმას ჰქვია, როცა შენი კულტურის აღმოსაჩენად ჩამოდის უცხო ქვეყნის მგზავრი… ნუთუ არ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენი რესურსები, ტრადიციული თუ თანამედროვე ხელოვნების, იმის საშუალებას გვაძლევს, რომ საინტერესო გავხდეთ მსოფლიოსთვის კარერას და რობი უილიამსის გარეშე (და ვინ ჩამოვა აქ იმათ მოსასმენლად?)

კიდევ უფრო საკვირველად მიმაჩნია შემდეგი განაცხადი: “ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო შეთავაზება ქვეყნის მასშტაბით მოღვაწე პროდიუსერებისათვის, მომღერლებისა და მუსიკოს-შემსრულებლებისათვის, მათ მთელი ზაფხულის სეზონზე შეეძლებათ სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლონ აღნიშნული სივრცით, დაგეგმონ ღონისძიებები, თავად განსაზღვრონ ბილეთის ფასი და მიიღონ შემოსავალი.” იმათ უსასყიდლოდ და იმათ შემოსავალი და საქართველოს ბიუჯეტს აქიდან რა მოგება ან საქართველოს კულტურას რა ხეირი? აღარ ვიკითხავ ეასტერნ პრომოშიონსი ამიდან რამე სარგებელს თუ შოულობს. ვიცი, პასუხი არ მეღირსება!

საერთოდ შთაბეჭდილება იქმნება, რომ კულტურის მინისტრი მხოლოდ იმ მოდელით აზროვნებს, რაც იყო ნაცების დროს მიღებული… ამ პროგრამას თუ დაუკვირდება ადამიანი, ნათლად ჩანს, რომ ამ უცხოელების ჩამოყვანის (ყველაზე ხარჯიანი) გადასაფარავად მოყვანილია სხვა ღონისძიებები, რომლებიც ისედაც იგეგმებოდა ან დიდი ხანია ტარდება ქვეყანაში მცირე დაფინანსებით… ეს დაფინანსება არც გაზრდილა, მაგრამ ლამაზად გამოიყურება ასე ჩამოწერილი მრავალი კინო თუ თეატრალური ფესტივალი…

საკვირველია ხელისუფლება რატომ არ ინტერესედება რაში და როგორ იხარჯება უზარმაზარი თანხები (რითაც ძალიან დიდი საქმეების გაკეთება მართლაც შეიძლება საქართველოს კულტურის გასავრცობად)… საზოგადოება კი უნდა ინტერესებოდეს და რატომ დეტალურ პროგრამასთან ერთად არ გვაწვდიან თითო სპექტაკლის თუ ფესტივალის ხარჯთაღრიცხვას… გამჭვირვალეობა ამას ჰქვია….

და საერთოდ, რატომ ტყუილა იქმნება ხალხის სალაპარაკო და საქილიკო, როცა მაშტაბური და ქვეყნისთვის სარგებელი საქმე შეიძლებოდა კეთდებოდეს!!!”