ქეთი ცხაკაია პეკინში დააჯილდოვეს

keti-cxakaia1მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ქეთი ცხაკაია პეკინში დააჯილდოვეს.

რიგით მეექვსე პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობდა 2.300 ფილმი 105 ქვეყნიდან. მთლიანობაში კი კინოფესტივალის ორგანიზატორებმა 42 ქვეყნიდან 433 ფილმის განაცხადი მიიღეს.

საქართველოდან პეკინის კინოფესტივალზე წარდგენილი იყო კინორეჟისორ ლევან თუთბერიძის ფილმი “მოირა.”

მსახიობი ქეთი ცხაკაია ამ ფილმში შესრულებული ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის დაჯილდოვდა.