13 აპრილი, 2016

ქართველი მუსიკოსის საერთაშორისო წარმატება

koka1მას შემდეგ, რაც ნორვეგიაში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქართველმა მუსიკოსმა კოკა ნიკოლაძემ  უნიკალური მუსიკალური ყუთი გამოიგონა, ნორვეგიის საკონსულოსგან სუპერ შეკვეთა მიიღო.

მომღერალ გია ნიკოლაძის ძმა მუსიკალურ სამყაროში სიახლეების მაძებარია და თავისი ნიჭიერებით წარმატებებსაც აღწევს.

კოკა ნიკოლაძე:

“დღეს მომცეს თქმის უფლება! საშინლად მიხარია! ნორვეგიის კულტურის საკონსულოსგან მივიღე სუპერ მასიური შეკვეთა. ოპერის გაბარიტების პერფონმანსი, რომელიც შესრულდება როგორც მიწაზე, ასევე ჰაერში.

დეტალების თქმის უფლება არ მაქვს. პრემიერა “ურბანული ლიტურგია” შედგება 2017-ში.”