21 აპრილი, 2016

ქართველი მხატვრის 50000 დოლარად გაყიდული ნახატი საჯაროა

giorgi-kuxalashvili12016 წელი ნიდერლანდელი ფერმწერის ჰიერონიმუს ბოსხის წლად არის გამოცხადებული და მთელი წლის განმავლობაში მრავალი პროექტით აღინიშნება ნიდერლანდებში.

ახალგაზრდა ქართველი მხატვრის გიორგი კუხალაშვილის ნამუშევარი ბოსხის თემაზე სახელწოდებით “ჰიერონიმუს ბოსხის სიზმარი” ნიდერლანდებში გასული წლის შემოდგომაზე საკმაოდ სოლიდურ ფასად – 50000 დოლარად გაიყიდა.

ნახატმა დიდი დაინტერესება გამოიწვია არა მარტო ქართველ, არამედ უცხოელ დამთვალიერებელშიც. საქართველოს ელჩმა ნიდერლანდებში, კონსტანტინე სურგულაძემ საზოგადოებას წარუდგინა პროექტი „გიორგი კუხალაშვილი – ჰიერონიმუს ბოსხის სიზმარი“.

საქართველოს საელჩოც ჩაერთო ნიდერლანდელი ფერმწერის გარშემო დაგეგმილი ღონისძიებების აღნიშვნაში. გიორგი კუხალაშვილის ნამუშევარი „ჰიერონიმუს ბოსხის სიზმარი“ ერთი წლის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება საქართველოს საელჩოში, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ქართველი ხელოვანის მიერ დიდი ჰოლანდიელი მხატვრის შესახებ შექმნილ პანოს და მის დამოკიდებულებას ამ მხატვრისადმი.

1giorgi-kuxalashviis-naxati