ქართულმა ფილმმა შვეიცარიაში მთავარი ჯილდო აიღო

salome-jashis-filmi1შვეიცარიაში გამართული ნიონის საერთაშორისო კინოფესტივალი ქართული ფილმისთვის წარმატებული აღმოჩნდა. კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილე ქართულმა ფილმმა მთავარი ჯილდო აიღო.

ინფორმაცია ეროვნულმა კინოცენტრმა გაავრცელა:

“ძალიან მაგარი ახალი ამბავი შვეიცარიიდან.

ცნობილი გახდა, რომ სალომე ჯაშის ფილმმა “დაისის მიზიდულობა”, რომელიც ნიონის საერთაშორისო კინოფესტივალზე Visions Du Reel საკონკურსო პროგრამაში იყო წარდგენილი მთავარი ჯილდო აიღო (The Main Prize of Regard Neuf section).”