პოეტი ირაკლი ჭინჭარაული გარდაიცვალა

irakli-chincharauli124 წლის პოეტი ირაკლი ჭინჭარაული გარდაიცვალა.

ახალგაზრდა გასული წლის ნოემბერში ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც მიიღო ქალა–ტვინის ურთულესი დაზიანება და კომატოზურ მდგომარეობაში ღუდუშაურის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

ირაკლის დასახმარებლად მისმა მეგობრებმა თუ სრულიად უცხო ადამიანებმა არაერთი ღონისძიება ჩაატარეს. სულ ბოლოს ერთი კვირის წინ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში ირაკლის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. იქვე გაიყიდა მისი ახალი წიგნიც.

ირაკლის დედა სტუმრად “პროფილშიც” იმყოფებოდა, სადაც საზოგადოებას ერთადერთი შვილის გადარჩენაში დახმარება სთხოვა, მაგრამ სამწუხაროდ, ირაკლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.