24 აპრილი, 2016

პატარა ხატმწერი დახმარებას ითხოვს

patara-xatmweri1გაიცანით პატარა ხატმწერი, რომელიც საკუთარი დაიკოს სიცოცხლის სადარაჯოზე დგას. 5 წლის გოგონას გადასხმები ესაჭიროება, მისი ძმა კი თანხის შესაგროვებლად თეთრ ბაჭიებს რუსთაველის გამზირზე ყიდის.

მართალია ფოტოებში ბიჭის სახე დამალულია, მაგრამ ორი დღეა მის მიმართ ინტერესი სულ უფრო მატულობს. ინტერნეტში ერთ-ერთი ფეისბუქ-მომხმარებელი სტატუსს და ფოტოებსაც ავრცელებს:

“გამარჯობა, დღეს ჩემს დაქალებთან ერთად რუსთაველზე მივდიოდი და შემთხვევით ვნახეთ პატარა ბიჭი, რომელიც საკუთარ გაზრდილ ბაჭიებს ყიდდა 10 ლარად. (კერძოდ სპარტის და ვენდისის მოპირდაპირე მხარეს მაღაზია ბალდის წინ).

მისი და თურმე საავადმყოფოში წევს, ის კი საკუთარ გაზრდილ ბაჭიებს ყიდის, ოჯახის დასახმარებლად. თვალებში ეტყობოდა როგორი რთული ცხოვრებაც აქვს. მას შემდეგ რაც მე და ჩემი მეგობრები ამ ბიჭის გარშემო შევიკრიბეთ აშკარად დაიწყო ხალხმა მასთან მოსვლა. ეკითხებოდნენ ბაჭიების შესახებ.

ერთ-ერთმა იყიდა კიდეც და იმაზე მეტი თანხა გადაუხადა ბაჭიაში, ვიდრე ღირდა. წამოსვლისას ბიჭმა გვითხრა, რომ თურმე ხატებს წერს და თუ კიდევ მივიდოდით მასთან, საკუთარ დაწერილ ხატებს გვაჩუქებდა. ძალიან იმოქმედა მისმა მდგომარეობამ ჩვენზე და ამიტომ გაგვიჩნდა სურვილი, რომ მის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს, რომ იქნებ მცირეოდენით მაინც დავეხმაროთ.” ”