23 აპრილი, 2016

ნინი წიკლაური ჰოსპიტალიზირებულია

nini-ciklauri1“ცეკვავენ ვარსკვლავების” მეექვსე სეზონის მონაწილე, მომღერალი ნინი წიკლაური ჰოსპიტალიზირებულია. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ინფორმაცია “ცეკვავენ ვარსკვლავების” ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა:

“სასწრაფოდ!!!

მეგობრებო, სამწუხაროდ მსვლელობა გადაიდო.

პროექტის მონაწილემ, ნინი წიკლაურმა რეპეტიციის დროს ურთულესი ტრიუკის შესრულებისას მიიღო ტრავმა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ნინი ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას ჩაუტარდა კლინიკო-დიაგნოზური კვლევები.

შესაბამისად, პროექტის მონაწილეებთან დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. ნინი ამჟამად თავს უკეთ გრძნობს, შეძლებს თუ არა ორშაბათს პირდაპირ ეთერში ცეკვას, ამას ხვალ გავიგებთ!”

მომხდართან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა ნინი წიკლაურმა:

”ღვთის წყალობით გადავრჩი, მაქსიმალურად შევეცდები ტკივილი მოვითმინო და როგორმე ვიცეკვო. მადლობა ყველა ადამიანს, ვინც შეწუხდა ჩემი ტრამვით. შეიყვარეთ ერთმანეთი, ეს ყველაზე დიდი განძია!”