27 აპრილი, 2016

ნიკო გომელაურის იუდა – როგორ აკოცა უფალს ლოყაზე?!

niko-gomelaur1ნიკო გომელაურის პოეზია ისევე საყვარელია ქართული საზოგადოებისთვის, როგორც მისი თეატრალური თუ კინო როლები.

“არტისტი” – ასე უწოდებდა საკუთარ თავს ნიკო გომელაური და ლექსების წერით რეაგირებდა ყველა იმ მნიშვნელოვან მოვლენაზე, რაც მისთვის უმთავრესი იყო.

დღეს ვნების შვიდეულის ოთხშაბათია – ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე, იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღე.

იუდას ნიკო გომელაურმა სპეციალური ლექსი მიუძღვნა:

როგორი იყო? აბა რა ვიცი…
ასე ამბობენ – ჰქონდა წვერები.
ორი ათასი წელი განვიცდი…
ჩარევა არ ღირს, მაგრამ ვერევი:
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე?!
– ცოტათი მაინც მორიდებოდა…
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.
არადა კოცნის, არადა ჰყიდის…
იცის მოკლავენ, განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის?!
– თავის სიმცირეს ვერ მოერია…
ისტორიაში დარჩა იუდა!
– დღესაც აქ არის, არ გაიგუდა…”