Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნიკა გვარამიას ახალი კრიტიკა: “აი “იმენა” ფუф”

27 აპრილი, 2016

gvaramia1“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თავისი პირდაპირობით არის ცნობილი. ის ყოველგვარი შელამაზების გარეშე აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებებს და აკრიტიკებს იმას, რაც მიაჩნია, რომ აუცილებლად გასაკრიტიკებელია.

ამჯერად ნიკა გვარამიას კრიტიკის ობიექტი გოგონათა ტრიო “მანდილი” გახდა. გოგონები რუსეთს ესტუმრნენ და კონცერტები გამართეს რამდენიმე ქალაქში. მათ მონაწილეობა მიიღეს რუსულ “კომედი კლაბშიც” და სწორედ ეს გახდა ნიკა გვარამიას და ქართული საზოგადოების ნაწილის გაღიზიანების მიზეზი.

ყველაზე ძალიან ქართველები აღაშფოთა ვიდეომ, სადაც მოსკოვში კონცერტის დროს “მანდილის” წევრებმა დარბაზში შეკრებილ მსმენელს სიურპრიზი გაუკეთეს და მათთვის ეროვნულ სამოსში გამოწყობილებმა Калинка – малинка შეასრულეს.

ნიკა გვარამია:

“აი “იმენა” ფუф. ტრიო “მანდილი” კი არა და Трио “Косынка”.

 

მოგვიანებით გვარამიამ ჯგუფის “ყველა” ვიდეო გააზიარა და მიაწერა:

“მოვიდა ნიჭიერი ახალგაზრდობა, იმღერა, ჩახია ყველა და გააგრძელა გზა მომავლისკენ… ტრიო კასინკა მიამარხეს გზად.”