21 აპრილი, 2016

“ნანუკას შოუ” აღარ იქნება

nanuka1“ნანუკას შოუ” აღარ იქნება – ეს განცხადება მისმა წამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა თავად გააკეთა.

ჟურნალისტმა საკუთარ გადაცემაში სტუმრის სტატუსი მოირგო და ყველა იმ კითხვას უპასუხა, რომელიც სპეციალურად მიწვეულმა წამყვანმა დაუსვა.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

– სექტემბერიდან ნანუკას შოუ აღარ იქნება. იქნება რადიკალურად სხვა გადაცემა, რადიკალურად განსხვავებული სტილით, რადიკალურად განსხვავებული ყველაფრით, რადიკალურად განსხვავებული წამყვანით, ოღონდ წამყვანი ისევ მე ვიქნები.

მადლობელი ვარ მაყურებლის, რომელმაც 6 წელი რეიტინგი მაჩუქა და გასულ წელს ყველაზე რეიტინგული გახადა “ნანუკას შოუ”. ეს შოუ შეიქმნა იმიტომ, რომ სატელევიზიო სივრცეში ეთქვა რაღაც ახალი, ტიპური იყო, სხვანაირი იყო, ჩვენ ვიყავით ახლები და ამბიციურები, ჩვენ ვამბობდით, შეგვიძლია ფეხშიშველებმაც ვიაროთ, სტუდიაც შევცვალოთ, სტუდიიდანაც გავიდეთ. ჩვენ მართლა ბევრი რამე გავაკეთეთ. დავანგრიეთ უამრავი მითი. მაგრამ განა ყველა გადაცემით კმაყოფილები ვართ?! რა თქმა უნდა, არა.

მივხვდი, რომ ყველაფერს აქვს თავისი ვადა და დრო. ამ გადაცემამ ამ ფორმით თავისი ვადა ამოწურა. სექტემბრიდან დავამტკიცებთ, რომ კიდევ შეგვიძლია ისეთი პროექტის გაკეთება, რომელიც მინიმუმ 5 წელი ეთერში იქნება.”