11 აპრილი, 2016

მცხეთის მუზეუმი დაპირისპირების მიზეზი ხდება

msxetaმცხეთის მუზეუმი დაპირისპირების მიზეზი ხდება. განათლების კომიტეტის სხდომა ხმაურით წარიმართა, სადაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ანთიძემ მცხეთის მუზეუმთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები, რომლებმაც კულტურის სამინისტრო და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულეს და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს.

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრის ირაკლი მამალაძის განმარტებით, მუზეუმის მშენებლობის პროექტი იუნესკომ ორჯერ დაიწუნა. შენობის არქონა განადგურების საფრთხეს უქმნის ექსპონატებს, რომლებიც სამუზეუმო სივრცის ნაცვლად სარდაფებშია განთავსებული.

ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკა ანთიძის განცხადებით კი, იუნესკოს რეკომენდაციები ზედმიწევნით არის გათავლისწინებული და მცხეთაში მუზეუმის მშენებლობა შემოდგომაზე დაიწყება.