5 აპრილი, 2016

“მგზავრები” 9 აპრილს რუსეთში იმღერებენ

mgzavrebis-koncerti1ჯგუფმა “მგზავრები” საგაზაფხულო საკონცერტო ტურნე დაიწყო. მათი კონცერტები 7 აპრილს მოსკოვში აიღებს სტარტს და რუსეთის 7 ქალაქს მოიცავს.

9 აპრილს – დღეს, რომელიც ქართველებისთვის გამორჩეულად მძიმეა, “მგზავრები” სანქტ-პეტერბურგში იმღერებენ.

ინფორმაციას მარი თინაშვილი ავრცელებს:

“მერე დასხდებიან სუფრაზე და სამშობლოს სადღეგრძელოზე გულზე მჯიღს დაიბრაგუნებენ და იტყვიან, რომ ყველაზე მაგარი ქვეყანა საქარველოა და რაც მაგრები ვართ, ჩვენ ვართ.

მაგრები კი არა ჯერ “ერიოსინი” და “რუსთავი” უნდა გაგვეტარებინა კაი სირცხვილის კორიდორში, რომ სხვა “კულტურის მოღვაწეს” არ დაეწყო “იჩით რააა, კულტურა და პოლიტიკა სხვადასხვა რამეა.” არაა სხვადასხვა – როცა იმ ქვეყანაში ჩადიხარ და ტანცი-მანცობ, ვინც ეს 9 აპრილი მოგიწყო და ყოველ დღე თითო ვაშლის ხემდე გიწევს საზღვარს!”