22 აპრილი, 2016

მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი ივანე ჯავახიშვილზე

ivane123 აპრილს ქართველი ისტორიკოსისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წელი სრულდება.

ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა მას ფილმი მიუძღვნა.

ფილმის პრემიერა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

23 აპრილს ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეზე თსუ-ის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში შეკრებილი საზოგადოება იხილავს ფილმს “ივანე ჯავახიშვილი”.

სურათში შეტანილია უნიკალური დოკუმენტური მასალა, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია.

ფილმის სამხატვრო ხელმძღვანელი და დამდგმელი რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილია. ინტერნეტში ფილმის ტრეილერი უკვე გავრცელდა.

უნივერსიტეტში დაგეგმილ პრემიერაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.